ბილეთი №326 · გაჩერება დგომა
რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?

- აორივე ავტომობილის მძღოლი
- ბარცერთი ავტომობილის მძღოლი
- გმხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი
- დმხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
რატომ?
ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ 5 მ-ზე ახლოს, ასევე გზაჯვარედინზე და მისი კიდიდან 5 მ-ზე ახლოს გაჩერება აკრძალულია. გამონაკლისია სამმხრივი გზაჯვარედინის მოპირდაპირე მხარე, სადაც უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია. წესს მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.