ბილეთი №341 · გაჩერება დგომა
აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას, თუ მოცემულ გზას თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლი გააჩნია?

- აარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი
- ბაქვს უფლება
რატომ?
მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ დასახლებულ პუნქტში, ისეთ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისთვის ერთი ზოლია და შუაში ტრამვაის ლიანდაგი არ არის. სხვა შემთხვევაში გაჩერება მარჯვენა მხარეს უნდა მოხდეს, ამიტომ ისრით ნაჩვენებ ადგილას სატვირთოს გაჩერება ეკრძალება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე. ამავე კანონის პირველი დანართის 5.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.26 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ - მიუთითებს 5.25 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს.