ავტოსკოლა

ბილეთი №439 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

თუ გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან გამოყოფილია ამაღლებული უსაფრთხოების კუნძულით და გზაჯვარედინის წინ მარჯვნივ შუქნიშანი არ არის, მარჯვნივ მოხვევა მძღოლს შეუძლია შეასრულოს გზაჯვარედინზე არსებული შუქნიშნის:

  1. ამოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალის ჩართვის შემდეგ
  2. ბმაშუქი სიგნალებისაგან დამოუკიდებლად სხვა მიმართულებებიდან მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალების გზის დათმობით✓ სწორი პასუხი

რატომ?

როცა მარჯვნივ მოხვევის ზოლი ამაღლებული უსაფრთხოების კუნძულითაა გამოყოფილი და გზაჯვარედინის წინ მარჯვნივ შუქნიშანი არ არის, მოხვევა გზაჯვარედინის შუქნიშანზე არ არის დამოკიდებული. სიგნალის მიუხედავად უხვევ, მაგრამ სხვა მიმართულებებიდან მოძრავ ყველა სატრანსპორტო საშუალებას გზას უთმობ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან გამოყოფილია ამაღლებული უსაფრთხოების კუნძულით და გზაჯვარედინის წინ, მარჯვნივ შუქნიშანი არ არის, მარჯვნივ მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე არსებული შუქნიშნის მაშუქი სიგნალებისაგან დამოუკიდებლად სხვა მიმართულებებიდან მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის გზის დათმობით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი