ბილეთი №480 · შუქნიშნის სიგნალები
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნების ამ სიგნალებზე?

- აორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა
- ბარცერთმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა
- გმხოლოდ ტრამვაის მძღოლმა
- დმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა✓ სწორი პასუხი
რატომ?
ისრიანი მწვანე მაშუქი გავლის ნებას რთავს, ოღონდ მხოლოდ ისრით ნაჩვენებ მიმართულებით. ტრამვაი კი „T“-სებრ მოყვითალო სიგნალზე მხოლოდ მაშინ გადის, როცა ქვედა მაშუქთან ერთად ჩართულია მიმართულების ზედა მაშუქი; მხოლოდ სამი ზედა მაშუქი მოძრაობას კრძალავს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, მე-5 და მე-10 პუნქტების თანახმად: 2. შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა - მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას; 5. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია. 10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.