ავტოსკოლა

ბილეთი №481 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ენიჭება გავლის უპირატესობა, თუ ყვითელი ავტომობილის მძღოლი იწყებს მოძრაობას მგზავრების ჩამოსხმის შემდეგ, ხოლო შავი ავტომობილის მძღოლი ჩერდება მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ენიჭება გავლის უპირატესობა, თუ ყვითელი ავტომობილის მძღოლი იწყებს მოძრაობას მგზავრების…
  1. აყვითელი ავტომობილის მძღოლს
  2. ბშავი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი

რატომ?

გაჩერებიდან მოძრაობის დაწყება მანევრია, მანევრი კი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყო, რაც დარწმუნდები, რომ წინ, უკან და გვერდით არავის შეუქმნი საფრთხეს. ამიტომ ყვითელმა ავტომობილმა უნდა დაუთმოს გზა, უპირატესობა კი შავს აქვს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი