ბილეთი №528 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
აკრძალულია თუ არა ავტომობილით ეტლიანი მოტოციკლის გასწრება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად?
- ააკრძალულია
- ბარ არის აკრძალული✓ სწორი პასუხი
რატომ?
გზაჯვარედინზე გასწრება აკრძალულია, წრიულმოძრაობიანის გარდა, მაგრამ რეგულირებულ გზაჯვარედინზე შეგიძლია გაასწრო, თუ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე არ გადახვალ. გასწრებული ტრანსპორტი, ეტლიანი მოტოციკლიც, ამ წესს არ ცვლის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად.