ბილეთი №527 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
აკრძალულია თუ არა ავტომობილით მოპედის გასწრება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად?
- ააკრძალულია
- ბარ არის აკრძალული✓ სწორი პასუხი
რატომ?
გზაჯვარედინზე გასწრება აკრძალულია, წრიულმოძრაობიანის გარდა. გამონაკლისია რეგულირებული გზაჯვარედინი, თუ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე არ გადადიხარ, ამიტომ მოპედის გასწრება ასეთ პირობებში არ არის აკრძალული.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად.