ბილეთი №551 · ბუქსირება
მოცემულ სიტუაციაში, მობუქსირე ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

- ამხოლოდ A მიმართულებით
- ბმხოლოდ B მიმართულებით✓ სწორი პასუხი
- გროგორც A, ასევე B მიმართულებით
რატომ?
ბუქსირებისას მანქანა არაუმეტეს 50 კმ/სთ-ით შეიძლება მოძრაობდეს, ხოლო ნიშანი „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ ქვედა ზღვარს ადგენს. ამ წესებით ამ სიტუაციაში მხოლოდ B მიმართულებაა ნებადართული.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.6 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არ არსებობისას - დასახლებულ პუნქტის ბოლომდე. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.