ბილეთი №556 · ბუქსირება
სავალდებულოა თუ არა, ხისტი გადაბმით ბუქსირებისას, საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი, როცა გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას?
- ასავალდებულოა
- ბარ არი სავალდებულო✓ სწორი პასუხი
რატომ?
საბუქსირო, ანუ ბუქსირზე მიბმულ მანქანას ჩვეულებრივ მძღოლი უნდა მართავდეს. გამონაკლისი ხისტი გადაბმაა, რომელიც მას თავისით აყოლებს მობუქსირეს ტრაექტორიას: ასეთ დროს საჭესთან ადამიანი აუცილებელი არ არის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას.