ბილეთი №562 · ბუქსირება
აკრძალულია ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, რომლის:
- აკვების სისტემის ჰერმეტულობა დარღვეულია
- ბსაჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია✓ სწორი პასუხი
- გსაავარიო შუქსიგნალიზაცია გაუმართავია
რატომ?
ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მანქანის ბუქსირება აკრძალულია, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია. ასეთი მანქანა მოხვევისას მიმართულებას ვერ იცავს, ამიტომ ბუქსირება საშიშია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება ხისტი ან მოქნილი გადაბმით, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მექანიზმი გაუმართავია.