ბილეთი №696 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?

- აI
- ბII✓ სწორი პასუხი
- გIII
- დIV
რატომ?
„სიმაღლის შეზღუდვის“ ნიშანზე რიცხვი დასაშვები სიმაღლეა: მასზე უფრო მაღალ სატრანსპორტო საშუალებას, ტვირთიანს იქნება თუ უტვირთოს, აქ გავლა ეკრძალება. სიმაღლის ნიშანზე ისრები ზემოთ და ქვემოთაა მიმართული, სიგანისაზე — მარცხნივ და მარჯვნივ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.13 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.13 „სიმაღლის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით