ბილეთი №721 · მაფრთხილებელი ნიშნები
ქვეითმა, რომლიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით და სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე:
- ამხოლოდ ტროტუარზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს
- ბმხოლოდ ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს
- გროგორც ტროტუარზე, ასევე ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს✓ სწორი პასუხი
რატომ?
გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით ან ციგით მოსარგებლე ქვეითმა ტროტუარზე და ქვეითთა ბილიკზე საფრთხე არ უნდა შეუქმნას ეტლით მოძრავ ადამიანებს და ჩვეულებრივ ქვეითებს. ასეთი საშუალებით სიარული სწრაფია და მოულოდნელად შეიძლება დაეჯახო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ქვეითმა, რომელიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით ან სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით მოძრავ ადამიანებს ან ქვეითებს.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით