ბილეთი №497 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია „საავარიო გაჩერების ნიშანი“?

- აI
- ბII✓ სწორი პასუხი
- გIII
რატომ?
საავარიო გაჩერების ნიშანი ტოლგვერდა სამკუთხედია წითელი არშიით: გვერდები არანაკლებ 0,4 მ სიგრძისაა, არშია — არანაკლებ 0,05 მ სიგანის. შუა ნაწილი ღრუა ან ღია ფერისაა, დაფა კი ისეთია, რომ ვერტიკალურად მდგრადად დადგეს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ავარიული გაჩერების ნიშანი“ არის ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის დაფა არანაკლებ 0,4 მეტრი სიგრძის გვერდებითა და არანაკლებ 0,05 მეტრი სიგანის წითელი არშიით. ამ სამკუთხედის შუა ნაწილი შეიძლება ღრუ იყოს ან ღია ფერის საღებავით შეიღებოს. წითელი არშია შუქს არ უნდა ატარებდეს ან უნდა ჰქონდეს შუქამრეკლი თვისების მქონე ზოლი. დაფა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შეიძლებოდეს იყოს მისი ვერტიკალურ მდგომარეობაში მდგრად დაყენება.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით