ბილეთი №724 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად?

- აI
- ბII✓ სწორი პასუხი
- გIII
- დIV
რატომ?
„ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია“ ნიშნის ზონაში ხმოვანი სიგნალით სარგებლობა არ შეიძლება. გამონაკლისი ერთია: როცა სიგნალს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად იყენებ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია” - კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით