ამკრძალავი ნიშნები
ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია“
რას ნიშნავს
ნიშნის ზონაში საყვირის გამოყენება აკრძალულია. ერთადერთი გამონაკლისი: თუ საყვირით ავარიას აიცილებ. ზონა უახლოეს გზაჯვარედინამდე გრძელდება, დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის გარეშე — პუნქტის ბოლომდე.
კანონის ტექსტი
კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.