ავტოსკოლა

ბილეთი №795 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.)?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ…
  1. აI
  2. ბII
  3. გIII✓ სწორი პასუხი

რატომ?

ნიშანი „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ ამ ვარიანტით გიჩვენებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც რომელიმე დასახლებულ პუნქტში არ შედის, მაგრამ აქაც დასახლებული პუნქტის წესები მოქმედებს, მაგალითად სააგარაკო დაბასთან ან ცალკე მდგომ დაწესებულებასთან.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.23.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.23.2 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.).

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა