ბილეთი №826 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
სამთვლიანი მოპედის მძღოლმა გზაზე ისე უნდა იმოძრაოს, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების:
- აყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს✓ სწორი პასუხი
- ბერთი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს
- გორი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს
რატომ?
სამთვლიანი მოპედის მძღოლმა ისე უნდა იმოძრაოს, რომ ყველა თვალი, ანუ სამივე, გზის ზედაპირს ეხებოდეს. ერთის აწევაც კი აკრძალულია: ასე მართვისას კონტროლი ადვილად იკარგება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.