ბილეთი №841 · მოძრაობის უსაფრთხოება
თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან:
- აუნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება✓ სწორი პასუხი
- ბორი გაბმული და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალის მიცემით უნდა მოუწოდოს აგრესიულ მძღოლს სიმშვიდისაკენ
- გთვითონაც უნდა გამოიჩინოს აგრესიულობა
რატომ?
აგრესიულ მძღოლს იმავეთი არ უპასუხებ: მშვიდად რჩები და შენს მანქანას აკონტროლებ. გაბრაზება ყურადღებას მართვისგან გაგაშორებს და კონფლიქტს გაამწვავებს, სიმშვიდე კი საფრთხეს ამცირებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება.