ბილეთი №885 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
„გასწრება“ ნიშნავს:
- ადაკავებული ზოლიდან გამოსვლით, იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით, წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრებას✓ სწორი პასუხი
- ბთანხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლებში სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფ მოძრაობას, ვიდრე სავალი ნაწილის ნაპირთან ახლოს მდებარე ზოლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისა
- გმეზობელ მოძრაობის ზოლში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევას
რატომ?
გასწრება ნიშნავს, რომ დაკავებულ ზოლს ტოვებ და წინ, შენსავე მიმართულებით მოძრავ ერთ ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებას უსწრებ. შემხვედრის გვერდის ავლა ან სხვა ზოლში უბრალოდ უფრო სწრაფად წასვლა გასწრება არ არის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გასწრება - დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება.