ავტოსკოლა

ბილეთი №886 · გაჩერება დგომა

„გაჩერება“ ნიშნავს:

  1. ასატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას სატრანსპორტო ნაკადში
  2. ბსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებელის მოთხოვნათა გამო
  3. გსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის✓ სწორი პასუხი

რატომ?

გაჩერება არის განზრახ შეჩერება 5 წუთამდე ან უფრო დიდხანს, თუ ეს მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის ან ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის აუცილებელია. სატრანსპორტო ნაკადში ან შუქნიშნისა თუ მარეგულირებლის მოთხოვნით შეჩერება გაჩერებად არ ითვლება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა