ავტოსკოლა

ბილეთი №899 · სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია

ჩამოთვლილიდან, რომელი შეიძლება გახდეს სატრანსპორტო საშუალებაზე უკნიდან შეჯახების მიზეზი?

  1. ამხოლოდ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების უეცარი და მკვეთრი დამუხრუჭება
  2. ბმხოლოდ წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან არსათანადოდ დაცული დისტანცია
  3. გმხოლოდ მძღოლის უყურადღებობა
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება✓ სწორი პასუხი

რატომ?

სამივე გარემოება შეიძლება გახდეს უკნიდან შეჯახების მიზეზი: წინ მიმავალი მანქანის უეცარი და მკვეთრი დამუხრუჭება, არასაკმარისი დისტანცია და მძღოლის უყურადღებობა. დისტანცია სწორედ იმიტომ გჭირდება, რომ მოულოდნელ დამუხრუჭებაზე რეაგირება მოასწრო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად საავარიო სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობის და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია