ბილეთი №900 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„მიმდებარე ტერიტორია“ არის:
- ატერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა)✓ სწორი პასუხი
- ბგზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულისა, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა)
- გერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით
რატომ?
მიმდებარე ტერიტორია გზას უშუალოდ ეკვრის, მაგრამ მასზე გამჭოლი მოძრაობისთვის არ არის განკუთვნილი. ასეთია ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური ან დაწესებულების ტერიტორია. თვითონ გზა და გზაჯვარედინი ამ ცნებაში არ შედის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 38-ე პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა)