ავტოსკოლა

ბილეთი №946 · გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი

სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ ტვირთი მისი უკანა გაბარიტის წერტილიდან გამოშვერილია:

  1. ა1 მეტრზე
  2. ბ1,70 მეტრზე
  3. გ2 მეტრზე
  4. დ2 მეტრზე მეტად✓ სწორი პასუხი

რატომ?

მანქანა არაგაბარიტულად ითვლება, თუ ტვირთი მისი უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მ-ზე მეტად არის გამოშვერილი. გამოშვერილ ტვირთს უკნიდან მომავალი მძღოლი ადვილად ვერ შეამჩნევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: გ) სიგრძე - ავტომატარებელის შემთხვევაში - 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში -12 მეტრს, ან, თუ ტვირთი სატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გამოშვერილი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი