ავტოსკოლა

ბილეთი №948 · საგზაო მონიშვნა

შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:

  1. ათვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით✓ სწორი პასუხი
  2. ბადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ
  3. გკონონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად

რატომ?

როცა შესაბამისი მონიშვნაც და ნიშანიც არ არის, ზოლების რაოდენობას თვითონ მძღოლი განსაზღვრავს. ამისთვის სავალი ნაწილის სიგანეს, მანქანების გაბარიტებსა და მათ შორის აუცილებელ ინტერვალს ითვალისწინებ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საგზაო მონიშვნა