მაფრთხილებელი ნიშნები
ნიშანი 1.4.1–1.4.6 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება“
რას ნიშნავს
ეს ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელამდე დარჩენილ გზას ითვლის — რაც ნაკლები ზოლი, მით ახლოსაა. სამზოლიანი პირველ 1.1 ან 1.2 ნიშანთან დგას, ერთზოლიანი — განმეორებითთან, ორზოლიანი — მათ შუა. მარჯვნივ დგას 1.4.1–1.4.3, მარცხნივ — 1.4.4–1.4.6.
სად იდგმება
- 1.4.1−1.4.3 ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4−1.4.6 ნიშნები − გზის მარცხენა მხარეს.
- 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, 1.4.3 და 1.4.6 ნიშნები − მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, ხოლო 1.4.2 და 1.4.5 ნიშნები − დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანს შორის.
კანონის ტექსტი
დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.