ავტოსკოლა

ბილეთი №434 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?
  1. აეკრძალება
  2. ბარ ეკრძალება✓ სწორი პასუხი

რატომ?

გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მ-ზე ახლოს. გადასასვლელის გამაფრთხილებელი ნიშანი კი დაუსახლებელ პუნქტში მისგან 150–300 მ-ზე დგას, ამიტომ ნიშნის ადგილას აკრძალული მონაკვეთი ჯერ არ დაწყებულა და გასწრება არ ეკრძალება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება. ამავე კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.2 და 1.4.6-1.4.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი: 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” - აფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ; 1.4.1 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” - დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ამავე თავის შენიშვნის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) ნიშნები 1.1, 1.2, 1.5–1.34 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებულ პუნქტში 150-300 მეტრის მანძილზე. ვ) ნიშნები 1.4.1 და 1.4.4 იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშნებთან ერთად.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით