მიმთითებელი ნიშნები
ნიშანი 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ“
რას ნიშნავს
აქ შეგიძლია პირდაპირ წახვიდე ან მარჯვნივ მოუხვიო. მარცხნივ მოხვევა და მობრუნება აკრძალულია — მობრუნებას მხოლოდ ის ნიშანი რთავს, რომელიც მარცხნივ მოხვევასაც რთავს. სამარშრუტო ტრანსპორტს ნიშანი არ ეხება.
კანონის ტექსტი
ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.