ავტოსკოლა

ბილეთი №375 · მიმთითებელი ნიშნები

მოცემულ სიტუაციაში, მოსახვევს გაცდენილი ავტომობილის მძღოლს, მარჯვენა მოსახვევში შესვლის მიზნით:

მოცემულ სიტუაციაში, მოსახვევს გაცდენილი ავტომობილის მძღოლს, მარჯვენა მოსახვევში შესვლის მიზნით:
  1. აუფლება აქვს მოაბრუნოს ავტომობილი A მიმართულებით
  2. ბუფლება აქვს იმოძრაოს უკუსვლით B მიმართულებით
  3. გუფლება აქვს იმოძრაოს როგორც A, ასევე B მიმართულებით
  4. დმოძრაობა ეკრძალება როგორც A, ასევე B მიმართულებით✓ სწორი პასუხი

რატომ?

ნიშანი „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ“ მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას გაძლევს, მობრუნება მათ შორის არ არის. უკუსვლა კი გზაჯვარედინზე აკრძალულია. ამიტომ გამოტოვებული მოსახვევისთვის არც მობრუნება შეიძლება, არც უკუსვლა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში. ამავე კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.4 პუნქტის და ამავე პუნქტის შენიშვნის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ” - რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მიმთითებელი ნიშნები