განსაკუთრებული მითითებების ნიშნები
ნიშანი 5.15.5–5.15.6 „ზოლის დასასრული“
რას ნიშნავს
5.15.5 გეუბნება, რომ აღმართზე დამატებითი ან დამუხრუჭების ზოლი მთავრდება — დროულად ძირითად ზოლზე გადადი. 5.15.6 სამზოლიან გზაზე შუა ზოლის იმ მონაკვეთის დასასრულს აღნიშნავს, რომელიც შენი მიმართულებისთვის იყო.
კანონის ტექსტი
5.15.5 — მიუთითებს აღმართზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასასრულს. 5.15.6 — მიუთითებს სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონაკვეთის დასასრულს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.