ავტოსკოლა

განსაკუთრებული მითითებების ნიშნები

ნიშანი 5.15.1 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები“

ნიშანი 5.15.1 ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები

რას ნიშნავს

ნიშანი გიჩვენებს, რამდენი ზოლია და თითოეულიდან საით შეიძლება წასვლა. თუ უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევა შეიძლება, იქიდან მობრუნებაც შეიძლება. გზაჯვარედინის წინ მდგარი ნიშანი მთელ გზაჯვარედინზე მოქმედებს; სამარშრუტო ტრანსპორტს არ ეხება.

კანონის ტექსტი

მიუთითებს ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. მიუთითებს ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა. ნიშნების მოქმე¬დება, რომლებიც გზაჯვარედინის წინაა დადგმული, ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა; ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

ბილეთები ამ ნიშანზე (3)

განსაკუთრებული მითითებების ნიშნები