საინფორმაციო ნიშნები
ნიშანი 7.10.1 „მიმართულებების მაჩვენებელი“
რას ნიშნავს
გზაჯვარედინზე რამდენიმე მიმართულებას ერთად გიჩვენებს — საით რომელი ქალაქი ან ობიექტია და რამდენი კილომეტრია თითოეულამდე. მწვანე ფონი ავტომაგისტრალს ნიშნავს, ლურჯი — სხვა გზას, ქალაქში თეთრი — ობიექტი ამავე ქალაქშია.
კანონის ტექსტი
მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას. მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას. ნიშნებზე მიეთითება მანძილი (კმ) მათზე აღნიშნულ ობიექტამდე, აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.