ავტოსკოლა

საინფორმაციო ნიშნები

ნიშანი 7.10.2 „მიმართულების მაჩვენებელი“

ნიშანი 7.10.2 მიმართულების მაჩვენებელი

რას ნიშნავს

გზაჯვარედინზე გიჩვენებს, საით არის ქალაქი ან ობიექტი და რამდენი კილომეტრია მასთან. ფონის ფერი იგივე ენაა: მწვანე — ავტომაგისტრალით, ლურჯი — სხვა გზით, ქალაქში თეთრი — ობიექტი ამავე ქალაქშია.

კანონის ტექსტი

მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას. მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას. ნიშნებზე მიეთითება მანძილი (კმ) მათზე აღნიშნულ ობიექტამდე, აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

საინფორმაციო ნიშნები