ავტოსკოლა

ბილეთი №1016 · სპეციალური სიგნალის გამოყენება

ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. წითელი ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:

ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. წითელი…
  1. აგაატარებს ყვითელ ავტომობილს და გადავა მარჯვნივ მდებარე ზოლში✓ სწორი პასუხი
  2. ბარ დაუთმობს გზას ყვითელ ავტომობილს და გადავა მარჯვნივ მდებარე ზოლში
  3. გგააგრძელებს მოძრაობას დაკავებულ ზოლში

რატომ?

ოპერატიულ ავტომობილს ადგილი უნდა გაუთავისუფლო, მაგრამ ზოლის შეცვლისას მაინც უნდა დაუთმო გზა იმას, ვინც იმავე მიმართულებით იმ ზოლში მოძრაობს, სადაც გადადიხარ. ამიტომ ჯერ ყვითელი უნდა გაატარო და მერე გადახვიდე მარჯვნივ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სპეციალური სიგნალის გამოყენება