ავტოსკოლა

ბილეთი №1015 · სპეციალური სიგნალის გამოყენება

ვალდებულია თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს, თუ ავტომობილზე ჩართული არ არის ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

ვალდებულია თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს, თუ ავტომობილზე…
  1. ავალდებულია
  2. ბარ არის ვალდებული✓ სწორი პასუხი

რატომ?

გზის დათმობის ვალდებულება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ოპერატიულ ავტომობილს ლურჯი ციმციმა და ხმოვანი სიგნალი ერთად აქვს ჩართული. ამ სიგნალების გარეშე ის ჩვეულებრივი მძღოლივით მოძრაობს, ამიტომ წითელი ავტომობილის მძღოლს მისთვის სპეციალურად გზის დათმობა არ ევალება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სპეციალური სიგნალის გამოყენება