ბილეთი №1056 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა:
- აქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი✓ სწორი პასუხი
- ბტვირთის გადამზიდველის ან ექსპედიტორის მიერ ზედნადებით განსაზღვრული მასა
- გსატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა
რატომ?
თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი ნებადართულ მაქსიმალურ მასას არ განსაზღვრავს, ნებადართულ მაქსიმალურ მასად ქარხან-დამამზადებლის მიერ ამ მანქანისთვის დადგენილი სრული მასის ზღვარი ითვლება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი.