ავტოსკოლა

ბილეთი №1098 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია

აქვს თუ არა უფლება „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, მართოს „B“ კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3500 კგ-ს?

  1. ააქვს უფლება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ აქვს უფლება

რატომ?

„BE“ სწორედ იმ შემადგენლობებისთვისაა, რომლებსაც „B“ ვერ ფარავს. თუ მისაბმელი 750 კგ-ზე მძიმეა და მთელი შემადგენლობის მასა 3 500 კგ-ს აღემატება, მისი მართვა „BE“ კატეგორიით შეიძლება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ე) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია