ბილეთი №1058 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
აკრძალულია თუ არა გზაზე იმ ორი ან ორზე მეტი წამყვანღერძიანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის, თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას?
- აარ არის აკრძალული, თუ თითოეულ ღერძზე დატვირთვა არ აღემატება 12,5 ტონას
- ბარ არის აკრძალული, თუ იგი არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გზაზე მოძრაობს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდგომ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად✓ სწორი პასუხი
- გაკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში
რატომ?
ორი ან მეტი ღერძის მანქანის მოძრაობა, რომლის ღერძზე დატვირთვა 10 ტონაზე მეტია, აკრძალულია. გამონაკლისია არაგაბარიტული მანქანა, რომელიც უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების შემდეგ, შეთანხმების პირობებით მოძრაობს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ თანახმად, აკრძალულია გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის: ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად.