ბილეთი №1063 · სამედიცინო დახმარება
აუცილებელია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურებზე სისხლდენის შემჩერებელი ლახტის დადების ზუსტი დროის აღნიშვნა?
- ააუცილებელია✓ სწორი პასუხი
- ბარ არის აუცილებელი
რატომ?
ლახტის დადების ზუსტი დრო აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ლახტი კიდურში სისხლის ნაკადს აჩერებს, ამიტომ ექიმმა უნდა იცოდეს, რამდენი ხანია კიდური სისხლის გარეშეა. ჩაინიშნე დრო და სამედიცინო პერსონალს გადაეცი.
კანონის ტექსტი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი დადება მიზანშეწონილია კიდურის იმ ნაწილში, სადაც მხოლოდ ერთი ძვალია (მხარი, ბარძაყი). ლახტი არ იდება უშუალოდ კანზე: მის ქვეშ აუცილებლად უნდა მოთავსდეს ბამბა, ნაჭერი, ტანსაცმელი. სწორად დადებისას ჭრილობიდან წყდება სისხლდენა, პერიფერიაზე ქრება პულსაცია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლახტის დადების ზუსტი დრო.