ავტოსკოლა

ბილეთი №1078 · სამედიცინო დახმარება

თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში ავარიის შედეგად დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია:

  1. აშემთხვევის ადგილზე დაელოდოს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილ პირს და მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში გადაიყვანოს დაშავებული სამკურნალო დაწესებულებაში
  2. ბგაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით და თუ ეს შეუძლებელია, თავად განახორციელოს აღნიშნული✓ სწორი პასუხი

რატომ?

როცა დაშავებულს სამკურნალოში გადაყვანა სასწრაფოდ სჭირდება, დრო ძვირფასია და პოლიციის ნებართვას არ ელოდები. დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა მანქანით გააგზავნე, თუ ვერ მოხერხდა — თავად წაიყვანე.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამე¬დი¬ცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამედიცინო დახმარება