ბილეთი №1077 · სამედიცინო დახმარება
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება ავარიის შედეგად დაშავებულ პირს?
- ავალდებულია✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
- გმხოლოდ იმ შემთხვევაში ვალდებულია, თუ იგი ექიმია
- დარ არის ვალდებული
რატომ?
ავარიაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს და სასწრაფოც გამოიძახოს. ორივე შენი მოვალეობაა: სასწრაფოს გამოძახება დახმარებას არ ცვლის და ამისთვის ექიმი არ უნდა იყო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამე¬დი¬ცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.