ბილეთი №1070 · მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
- აგაუმართავია გადამუშავებული აირების გამოშვების სისტემა
- ბარ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკანა ხედვის სარკე
- გმძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდი უმოქმედოა ნისლის, წვიმის ან თოვის დროს✓ სწორი პასუხი
- დუსაფრთხოების ღვედები არამუშა მდგომარეობაშია
რატომ?
ნისლის, წვიმის ან თოვის დროს წინა შუშა სველდება და ხილვადობა უარესდება, მინასაწმენდის გარეშე კი მძღოლი გზას ვეღარ ხედავს. ამიტომ მძღოლის მხარეს უმოქმედო მინასაწმენდით ასეთ ამინდში მოძრაობა აკრძალულია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.