ავტოსკოლა

ბილეთი №1076 · ადმინისტრაციული კანონი

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი გარემოების არსებობისას შეუძლია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს მიატოვოს შემთხვევის ადგილი და არ დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას?

  1. ათუ აშკარაა, რომ ავარია არ მომხდარა მისი ბრალით
  2. ბთუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მძღლის მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა✓ სწორი პასუხი
  3. გთუ ავარიაში მონაწილე მეორე მხარე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას

რატომ?

ადგილზე დარჩენა ვალდებულებაა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკურნალო დაწესებულებაში სასწრაფოდ უნდა წახვიდე ან დაშავებული უნდა წაიყვანო: ადამიანის ჯანმრთელობა ლოდინზე მნიშვნელოვანია. ის, რომ ბრალი შენი არაა ან მეორე მხარე გაიქცა, წასვლის უფლებას არ გაძლევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: გ) მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს და, თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას; ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამე¬დი¬ცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ადმინისტრაციული კანონი