ბილეთი №1128 · გზაჯვარედინის გავლა
„C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი გადაბმული მისაბმელით, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა:
- აარ აღემატება 8250 კგ-ს✓ სწორი პასუხი
- ბაღემატება 8250 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 12000 კგ-ს
რატომ?
„C1“ ქვეკატეგორიის უფლებით თვლიან სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორს მისაბმელითაც მართავ, თუ მთელი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა 8 250 კგ-ს არ აღემატება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი