ავტოსკოლა

ბილეთი №1130 · გზაჯვარედინის გავლა

„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი გადაბმული მისაბმელით, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა:

  1. აარ აღემატება 12000 კგ-ს✓ სწორი პასუხი
  2. ბაღემატება 12000 კგ-ს

რატომ?

„C“ კატეგორიის უფლებით თვლიან სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორს მისაბმელითაც მართავ, თუ მთელი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა 12 000 კგ-ს არ აღემატება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა