ავტოსკოლა

ბილეთი №1132 · სასწავლო სვლა

პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი სასწავლო სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს:

  1. ამხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით
  2. ბმხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი უკუხედვის სარკით
  3. გმხოლოდ საცნობი ნიშნით - „სასწავლო სატრანსპორტო საშუალება“
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობით✓ სწორი პასუხი

რატომ?

პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილ მანქანას ინსტრუქტორისთვის დამატებითი გადაბმულობისა და მუხრუჭის სატერფულები და უკუხედვის სარკე უნდა ჰქონდეს, ასევე საცნობი ნიშანი. ასე ინსტრუქტორს მოსწავლის შეცდომის გამოსწორება შეუძლია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სასწავლო სვლა