ბილეთი №1160 · მიმთითებელი ნიშნები
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულება?

- აეკრძალება
- ბარ ეკრძალება✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნიშანი „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ“ მხოლოდ ისრებით ნაჩვენებ მიმართულებებს რთავს. რომელი ნიშანიც მარცხნივ მოხვევას რთავს, მობრუნებასაც რთავს, ამიტომ მობრუნება არ გეკრძალება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.5 პუნქტისა და 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ” - რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით