ბილეთი №1163 · მიმთითებელი ნიშნები
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
- გორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
რატომ?
ნიშანი „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“ გამყოფ ზოლს, უსაფრთხოების კუნძულს ან სხვა დაბრკოლებას მხოლოდ მარცხნიდან შემოვლას გიჩვენებს. ამიტომ წესს არ არღვევს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით