ბილეთი №1162 · გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით?

- ააქვს უფლება
- ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნიშანი „მოძრაობა მარჯვნივ“ მხოლოდ ისრით ნაჩვენებ მიმართულებას რთავს. დაფა „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ ნიშანს ავრცელებს სატვირთოებზე, რომელთა ნებადართული მასა 3,5 ტონაზე მეტია. ამიტომ სატვირთოს ისრის მიმართულებით გაგრძელების უფლება არ აქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.2 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“ - რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები) 8.4.1-8.4.8 პუნქტების თანახმად, დაფები 8.4.1–8.4.8 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა” - მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომლებზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება, ხოლო ამავე თავის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დაფა 8.4.1 ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობი¬ლებ¬ზე (მისაბმელით ან მის გარეშე), რომელთა ნებადართული მაქსიმალუ¬რი მასა 3,5 ტ-ზე მეტია.