ბილეთი №1207 · საგზაო მონიშვნა
მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება ვრცელდება სახიფათო ტვირთის გადამტან სატვირთო ავტომობილზე ნებისმიერი სახის მისაბმელით?

- ამხოლოდ II
- ბმხოლოდ I და II
- გმხოლოდ I, II და III✓ სწორი პასუხი
- დმხოლოდ III
რატომ?
დაფა „სახიფათო ტვირთი“ ნიშანს ავრცელებს სახიფათო ტვირთით აღნიშნულ მანქანაზე, დაფა „სატვირთო და ტრაქტორი მისაბმელით“ — ნებისმიერი მისაბმელის მქონეზე, დაფა „სატვირთო 3,5 ტონაზე მეტი“ კი ასეთ სატვირთოზე. ამიტომ სახიფათო ტვირთის სატვირთოზე ნებისმიერი მისაბმელით სამივე მოქმედებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.4.1-8.4.8 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დაფები 8.4.1–8.4.8. „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ − მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. შენიშვნა: დაფები ნიშნის მოქმედებას ავრცელებენ: ა) 8.4.1 − სატვირთო ავტომობი¬ლზე (მისაბმელით ან მის გარეშე), რომლის ნებადართული მაქსიმალუ¬რი მასა 3,5 ტ-ზე მეტია; ბ) 8.4.2 – სატვირთო ავტომობილზე ან ტრაქტორზე ნებისმიერი სახეობის მისაბმელით და ნახევარმისაბმელით, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მაბუქსირებელ სატრანსპორტო საშუალებაზე; დ) 8.4.8 – საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე.