ბილეთი №1212 · საგზაო მონიშვნა
მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომელი მიუთითებს დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი?

- ამხოლოდ II და IV✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ I
- გმხოლოდ II და III
- დმხოლოდ III
რატომ?
დღე-ღამის დროს, როცა ნიშანი მოქმედებს, გიჩვენებს დაფა „მოქმედების დრო“, რომელიც კვირის დღეებსაც აღნიშნავს და საათებსაც. დაფები „სამუშაო დღეები“ და „კვირის დღეები“ მხოლოდ დღეებს გიჩვენებს, საათებს არა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.5.2 და 8.5.3 პუნქტების თანახმად, დაფები 8.5.2 „სამუშაო დღეები” და 8.5.3 „კვირის დღეები” - მიუთითებენ კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშანი. ამავე თავის 8.5.5-8.5.7 პუნქტების თანახმად დაფები 8.5.5–8.5.7 „მოქმედების დრო” - მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი.